მოძრავი ქონების ღირებულების შესაფასებლად ხშირად გამოიყენება საბაზრო მეთოდი. აღნიშნულ შემთხვევაში, შემფასებელი იყენებს მსგავსი საშუალების რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასებს. იკვლევს ბაზარს და უკვე განხორციელებული ტრანზაქციების დროს დაფიქსირებულ მონაცემებს. ადგენს მათ სისწორეს, ადეკვატურ ერთეულებს, სხვა სპეციფიურ მახასიათებლებს და ანალიზის შედეგად ადგენს ღირებულებას.