კორპუსის წითელი ხაზების მომზადება საჭიროა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. ის განსაზღვრავს, რა ფართობის და კონფიგურაციის ნაკვეთი მიეკუთვნება კონკრეტულ მრავალბინიან შენობას. ნახაზი აგრეთვე მოიცავს (არსებობის შემთხვევაში), ავტოსადგომებს, სხვა დამხმარე ნაგებობებს და მისასვლელ გზებს. პირველ ეტაპზე მზადდება აზომვითი ნახაზი, რომელსაც უკვეთავენ საბინაო ამხანაგობები, ან მათი სახელით - ამხანაგობის თავმჯდომარეები. მომზადებული მასალა თანხმდება თითმმართველობით ორგანოსთან (მერიის არქიტექტურის სამსახური) და მხოლოდ ამის შემდეგ, ხდება მიმართვა რეგისტრაციისათვის.
კანონის თანახმად "წითელ ხაზებში", ანუ რეგისტრირებულ საზღვრებში არსებული ტერიტორია განეკუთვნება საბინაო ამხანაგობის საერთო საკუთრებას. შესაბამისად, მას მაღალი ღირებულება აქვს და მნიშვნელოვანია სწორად იქნას შედგენილი, რომ არ დაიკარგოს არცერთი კვადრატული მეტრი. ამისთვის, კი საჭიროა ის პროფესიონალებმა მოამზადონ.