იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს სურს, რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად მოაწყოს ღობე, ხდება ნაკვეთის საზღვრების დადგენა. სპეციალისტი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, მოუნიშნავს გარდატეხის წერტილებს და მარკერებს დაიტანს ადგილზე (შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხის კოლები, ან სხვა სამშენებლო მასალა).
მსგავსი სამუშაობის განხორციელება ხდება ასევე საჭირო სამეზობლო დავების შემთხვევაში, საზღვრების შესწორების მიზნით. ამ დროს, სასურველია სამუშაოებს ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მესაკუთრის მოთხოვნით, რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ან საზღვრის მაღალი სიზუსტით გავლების მიზნით, მარკერების დატანა შესაძლებელია განხორციელდეს არამარტო გარდატეხის წერტილებზე, არამედ უფრო მეტი სიხშირით. მაგალითად, ყოველი წერტილიდან 5 მეტრის დაშორებით ა. შ.
გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო უნდა განხორციელდეს სპეციალისტის მიერ და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით. არასწორი მიჯნების მითითება, მომავალში აუცილებლად გამოიწვევს მატერიალურ ზარალს, რომლის გამოსწორება შემდგომ, შესაძლოა, დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული. სამუშაოს ღირებულება ამზომველის მიერ იანგარიშება მოსანიშნი წერტილების რაოდენობის მიხედვით. ასევე, სამუშაოს ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი აქვს ტრანსპორტის ხარჯებს, რაც აუცილებელია მიწის ნაკვეთამდე გადასაადგილებლად. თუ თქვენ, თავად მოახდენთ სპეციალისტის გადაყვანას, შემოთავაზებული თანხა ნაკლები იქნება.