მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული ნახაზის მომზადებისას, მასზე იხაზება ნაკვეთის რელიეფის გამოსახულება და არსებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და გამწვანების ელემენტები. აღნიშნული ფორმატის ნახაზები განკუთვნილია არქიტექტურული და სამშენებლო სამუშაოებისათვის, რეგისტრაციის პროცედურებისათვის ის არ გამოიყენება.
გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ. უფრო მეტიც, ყველა ამზომველი არ ფლობს შესაბამის ცოდნას. მისი შესრულება კი, რთულ და ძვირადღირებულ ტექნიკურ აღჭურვილობას მოითხოვს, რომელიც ყველა კომპანიას არ გააჩნია.
ჩვენს პროგრამაში, ჩაშენებულია ალგორითმი და აღნიშნული სერვისის მოთხოვნისას, მხოლოდ იმ სპეციალისტებთან გადაგამისამართებთ, ვინც ფლობს შესაბამის ცოდნას და ტექნიკურ ინვენტარს.
ტოპონახაზის მომზადების ხანგრძლივობა მის ფართობზე, რელიეფის სირთულეზე და არსებული ნაგებობების რაოდენობაზეა დამოკიდებული და შესაძლოა რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, მაღალია მისი ღირებულებაც.