უძრავი ქონების შეფასების სერვისი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა უწყებების და საფინანსო სექტორის მოთხოვნით. შემფასებელი იყენებს მსგავსი ქონების რეალიზაციისას მითითებულ ფასებს. იკვლევს ბაზარს და უკვე განხორციელებული ტრანზაქციების დროს დაფიქსირებულ მონაცემებს, ადგენს მათ სისწორეს, ადეკვატურ ერთეულებს, სხვა სპეციფიურ მახასიათებლებს და ანალიზის შედეგად ადგენს ქონების ღირებულებას. მსგავსი სერვისი საინტერესოა ქონების რეალიზაციის, ან შეძენის დროს.